ახალი ამბები

რუსთავში დამზადებული HUGO BOSS-ის და CHANEL-ის სუნამოები

11 ოქტომბერი, 2013 •
რუსთავში დამზადებული HUGO BOSS-ის და CHANEL-ის სუნამოები

გამოძიების ცნობით, დაკავებული თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ქალაქ რუსთავში მდებარე საწარმოში,  კუსტარულად დაამზადა და  გაასაღა 12 300 ლარის ღირებულების HUGO BOSS-ის და CHANEL-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული, დაახლოებით, 2 500 ცალი ფალსიფიცირებული სუნამო.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც  2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი