ახალი ამბები

პირი, რომელმაც მარჯანიშვილზე მოზარდი დაჭრა, დაკავებულია

10 ოქტომბერი, 2013 •
პირი, რომელმაც მარჯანიშვილზე მოზარდი დაჭრა, დაკავებულია

შსს-ს ცნობით, 28 წლის გიგა გ.-მ ცივი იარაღით დაჭრა ლევან ხ. ბარძაყის არეში და მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

 

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 117-ე მუხლით).

მასალების გადაბეჭდვის წესი