“საერთო სახალხო მხარდაჭერის შედეგები თქვენი მაღალი ავტორიტეტის და პატივისცემის დამაჯერებელი დამამტკიცებელი საბუთია. ეს ავტორიტეტი თქვენ წლების განმავლობაში ქვეყნის საკეთილდღეო მოღვაწეობით მოიპოვეთ”, – ნათქვამია მარგველაშვილის წერილში.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, ალიევის მომავალი მოღვაწეობა კიდევ უფრო გააძლიერებს აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხის ისტორიულ ძმობას.
საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 9 ოქტომბერს ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით, ილჰამ ალიევმა ხმების 84,73% მიიღო და იგი მესამე ვადით იქნა არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად.




