“პირველ რიგში, მთავარი ხელმძღვანელი ამ მართვის სისტემის არის კანონიერი ქურდი, ვინმე გერლიანი. ასევე არის რამდენიმე მაყურებელი, რომლებიც დაყოფილები არიან ზონების მიხედვით. მაგალითად, ერთი არის ვინმე ასლანიანი, გერლიანის მარჯვენა ხელი. ასევე, მაგალითად, პირველი ზონის მაყურებელი ვინმე ზარნაძეა, ასევე, ზონის მაყურებელი ვინმე მანაშვილი, ახალი ზონის მაყურებლები ვინმე ტერტერაშვილი და ფირცხალავა. სამედიცინო ნაწილის ანუ, ე.წ. “ბალნიჩკის” მაყურებელი ვინმე ყურაშვილი”, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ქუთაისის ციხეში 16 წლის პატიმრის გარდაცვალების ფაქტსაც გამოეხმაურა და ამასთან დაკავშირებით მთავრობისგან შებამისი რეაგირება მოითხოვა.




