ახალი ამბები

ყველაზე გავრცელებული ავტომანქანების მარკები და მოდელები საქართველოში

10 ოქტომბერი, 2013 •
ყველაზე გავრცელებული ავტომანქანების მარკები და მოდელები საქართველოში

მსუბუქ ავტომობილებში ყველაზე გავრცელებული მოდელებია- Opel Astra და Opel Vectra. ამასთან, 2011 წელთან შედარებით, საერთო რაოდენობაში ზრდის საუკეთესო დინამიკა აჩვენეს HONDA-სა და NISSAN-ის ბრენდებმა. 

 

სტატისტიკურ-ანალიტიკურ კვლევას – ”საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტ–ექსპორტისა და ავტოპარკის სტრუქტურის შესახებ” – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

 

კვლევის მიხედვით, ავტომობილის ფერებში რუხი/ვერცხლისფერი და თეთრი ჭარბობს.

 

2008 წლის შემდეგ მთლიანად ავტოტრანსპორტის, მათ შორის მსუბუქი ავტომობილების, ზრდის ტემპი შემცირებულია, თუმცა შეიმჩნევა ზრდის ტენდენცია. კერძოდ, 2012 წელს მთლიანად ავტოტრანსპორტის ზრდამ შეადგინა 8.2%, ხოლო მსუბუქ ავტომობილებში- 6.8%.


იმპორტირებულ და განბაჟებულ ავტომანქანებში მარჯვენასაჭიანთა ხვედრითი წილი საშუალოდ 13 პროცენტია. უცვლელია იმპორტიორი ქვეყნების ლიდერთა სამეული – გერმანია, აშშ და იაპონია.

მასალების გადაბეჭდვის წესი