დღეს, 19 მარტს, დაგეგმილია გასაუბრება გამოსაცდელი, სამი წლის ვადით დანიშნულ იმ შვიდ მოსამართლესთან, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის სამწლიანი ვადა ეწურებათ.
თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის კანდიდატები არიან მოსამართლეები: ხათუნა კაკაბაძე, მაია ქოქიაშვილი, ელენე გოგუაძე, მერი გულუაშვილი, ირაკლი კოპალიანი, დიანა ფარქოსაძე, თამარ მეშველიანი.
ერთი თვის წინ, 22 თებერვალს, იუსტიციის საბჭომ 44 მოსამართლე დანიშნა უვადოდ.