ახალი ამბები

ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებელ საკითხებს იხილავს

9 ოქტომბერი, 2013 •
ევროკავშირში ინტეგრაციის კომისია ვილნიუსის სამიტისთვის მოსამზადებელ საკითხებს იხილავს

სამინისტროს პრესსამსხურის ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე, რომელიც რიგით ორმოცდამეექვსეა, განხილული იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული მთარგმნელობითი საქმიანობისა და ევროინტეგრაციის საკითხთა კომუნიკაციისა და ინფორმაციის შესახებ საქართველოს მთავრობის 2014–2017 წლების სტრატეგიის განხორციელებისათვის საჭირო სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი.

 

სხდომის მონაწილეები მოისმენენ ინფორმაციას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი, თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით:

 

ალექსი პეტრიაშვილი
ალექსი პეტრიაშვილი

“ეს არის სამთავრობო კომისია, რომელიც პერიოდულად იკრიბება მინისტრების, მინისტრების მოადგილეების დონეზე და განიხილება სხვადასხვა საკითხები. ეს კონკრეტული სხდომა არის კონცენტრირებული ვილნიუსის სამიტისკენ. სამიტისთვის მოსამზადებელი საკითხები იხილება და ვილნიუსის სამიტის შემდგომი ღონისძიებების განხორციელებისათვის აუცილებელი მოქმედებებისთვის გამოვა საკთხები, რომელსაც გამოიტანს ჩვენი უწყება და საგარეო საქმეთა სამინსიტრო”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

შეხვედრაში მონაწილეობას ასევე იღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინსიტრის მაოდგილე თამარ ბერუჩაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი