“8 ოქტომბერს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესის გაგრძელებას შსს არ ადასტურებს.
შსს ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას გორის რაიონის სოფელ აძვსა და სოფელ ჯარიაშენს შორის გავლებული მავთულხლართების არსებობის შესახებ და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი მიმდინარე წლის 16 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 37-ე შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მკაცრად გააპროტესტა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინსიტროს განცხადებაში.




