ახალი ამბები

პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების უსაფრთხოება

16 მარტი, 2018 • 1746
პრემიერი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების და ტურისტების უსაფრთხოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეხმაურება გუდაურის საბაგიროზე მომხდარ ავარიას, რის შედეგადაც 10-მდე საქართველოს მოქალაქე და ტურისტი დაშავდა.

“დაწყებულია გამოძიება. ასევე, უახლოეს დროში საქართველოში ჩამოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო ტექნიკური ჯგუფი, რომელიც დეტალურად შეისწავლის ვითარებას, დადებს ობიექტურ დასკვნას და უმკაცრესი პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველას, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჩრდილი არ მიადგეს იმ იმიჯს, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ, მათ შორის, თავისი სამთო-სათხილამურო კურორტებით, საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვა,”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს, 16 მარტს, გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა ერთ-ერთი საბაგირო, რის გამოც 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულების მდგომარეობა, სასწრაფოს განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა. დაშავებულებს შორის არიან რუსი, უკრაინელი და შვედი ტურისტებიც. დაშავებულები უკვე თბილისში არიან გადმოყვანილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი