ახალი ამბები

სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

8 ოქტომბერი, 2013 •
სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

 

დაკავებული არიან  მოქალაქეები-  ლევან ტარიელაძე  და  ირაკლი გივრაძე.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულებმა  სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს“ გვერდის ავლით, 9526 ლარის  ღირებულების,  სხვადასხვა დასახელების  სიგარეტი შემოიტანეს. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ  აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სიგარეტი საბაჟო კონტროლის წესების დარღვევით, მანქანაში  მოწყობილი სამალავის მეშვეობით შემოიტანეს.

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით,  რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი