“გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში პოლონელი ალპინისტების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს შევიდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების თანამშრომლებმა სამაშველო-საძიებო ოპერაცია იმავე დღეს დაიწყეს. ინტენსიურად მიმდინარეობდა მყინვარწვერისკენ მიმავალი ყველა ალპინისტური მარშრუტისა და საფეხმავლო ბილიკის საჰაერო დათვალიერება. პარალელურად, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი საძიებო ღონისძიებას სრული სამთო აღჭურვილობით ხმელეთიდანაც აწარმოებდა. საძიებო ოპერაციაში ჩართული იყო ავიაციაც,”- ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შსს-ს ინფომაციითვე, მაშველებმა ცხედარი 26 სექტემბერს ზღვის დონიდან 4300 მეტრზე, დევდორაკის მყინვარსა და მყინვარწვერის პლატოს შორის აღმოაჩინეს, თუმცა მისი ჩამოსვენება ამინდის გაუარესების გამო შეფერხდა.





