კვლევა – “მედიის თავისუფლების ინდექსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელდა მიმდინარე წლის მარტი-ივნისში. კვლევით გაზომილია მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების დონე და იგი არ აფასებს ჟურნალიზმის ხარისხს პარტნიორ ქვეყნებში. შეფასების კრიტერიუმებია:
– პოლიტიკური კონტექსტი (კონსტიტუციით მინიჭებული მედიის თავისუფლებისა და უფლებების დონე);
– არსებული პრაქტიკა (მედიის თავისუფლების შეზღუდვა), მათ შორის, თავდასხმები, დაკავებები, გამოძიებები, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით ცენზურა და თვითცენზურა;
– წვდომა მაუწყებლობაზე;
– წვდომა ინტერნეტზე.
კვლევის მიხედვით, მეორე ადგილზეა მოლდოვა, მას მოსდევს სომხეთი, უკრაინა და აზრებაიჯანი, ხოლო ბოლო ადგილზეა ბელორუსი.