ახალი ამბები

რესტორან “წისქვილში” ბანკეტისთვის საკრებულომ ბიუჯეტიდან 7283 ლარი დახარჯა

8 ოქტომბერი, 2013 •
რესტორან “წისქვილში” ბანკეტისთვის საკრებულომ ბიუჯეტიდან 7283 ლარი დახარჯა

“ამ ვახშამს ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები, თბილისის საპატიო მოქალაქეები. პარალელურად გაიმართა თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული ანალოგიური ღონისძიება მთაწმინდაზე და ამის სამართლებრივი უფლება აქვს, როგორც მერიას, ასევე, საკრებულოს. ძალიან ცუდია, რომ ეს ინფორმაცია ახალგაზრდების ჯგუფმა გაავრცელა, რომელსაც კობა ხაბაზი ხელმძღვანელობს. ის თბილისის მერიაში სამეთვალყურეო საბჭოში ჰყავთ გაფორმებული და ბიუჯეტიდან 2500 ლარის ოდენობით პენსიას იღებს. ძალიან თუ აინტერესებს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, მოიკითხოს, წლების განმავლობაში როგორ ხდებოდა ნაცმოძრაობის პარტიული ვახშმების დაფინანსება, რომლებშიც 100 ათასობით ლარია გადახდილი,”- ამბობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, დავით ჯინჭარაძე. 

 
რესტორან “წისქვილში” გადაღებული ვიდეომასალა, გუშინ, 7 ოქტომბერს zonanews.ge-მა გაავრცელა. 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი