ახალი ამბები

ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია – ევროკავშირის პროექტები დასაქმების სფეროში

15 მარტი, 2018 • 1798
ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია – ევროკავშირის პროექტები დასაქმების სფეროში

დღეს, 15 მარტს, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დასაქმებისა და პროფესიული განათლების სფეროში განხორციელებული ოთხი საგრანტო პროექტის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე, სახელწოდებით – „ყველა ჩვენგანი დასაქმებისუნარიანია“, ის პროექტები წარმოადგინეს,  სადაც პილოტირებული იყო  ინოვაციური მიგნებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და რთულად მისადგომ ადგილებში მცხოვრები ადამიანების დასაქმების პრობლემის გადასაჭრელად, აგრეთვე აგრო და ოჯახური ბიზნესის განსავითარებლად.

ეს პროექტებია:

  •  თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის; განათლება, დასაქმება, ადვოკატირება და საკანონმდებლო საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. (განხორციელებული KEDEC-ის მიერ)
  • პროფესიული განათლება აგრობიზნესისთვის, პროექტი საქართველოში აგრობიზნესის ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების განვითარება (განხორციელებული PIN-ის მიერ)
  •  პროფესიული განათლება შორეულ რეგიონებში, ერთი მხრივ, ოფიციალურ/არაოფიციალურ პროფესიულ განათლებისა და სწავლების სისტემებს, მეორე მხრივ კი, შრომის ბაზრის მოთხოვნებს შორის კავშირების გაღრმავება საქართველოში მთელი ცხოვრების მანძილზე უწყვეტი განათლების კონტექსტში. (განხორციელებული UNDP-ის მიერ)
  •  ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა აჭარაში, დასაქმებაზე ორიენტირებული განათლებისა და განვითარების სისტემის ჩამოყალიბება (განხორციელებულია IOD-ის მიერ)

განხორციელებული  პროექტების  ფარგლებში:

[checklist]

  • დასაქმდა 100 ადამიანი.
  • სხვადასხვა ადამიანებმა წამოიწყეს 240 მცირე ბიზნესი.
  • ტრენინგი გაიარა სამი ათასმა ადამიანმა.

[/checklist]

ევროკავშირის ელჩის, იანუს ჰერმანის განცხადებით,  საქართველოს მოსახლეობამ სარგებელი უნდა მიიღოს  ევროკავშირთან ურთიერთობით.

“ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამის ერთ-ერთი საშუალება არის  უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნა ქართველი ხალხისთვის. ეს ღონისძიება პირდაპირ კავშირშია ამ მიზანთან. არსებობს პროგრამების მთელი ჯგუფი, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი და რომელთა მიზანიც  მოსახლეობის უკეთ მომზადებაა შრომის ბაზრისთვის.  მსგავსი პროგრამებისთვის 2014 წლიდან დღემდე ჩვენ გამოვყავით 80 მილიონი ლარი და ეს გაგრძელდება მომავალშიც,” – აღნიშნავს ჰერმანი.

2014 წლიდან მოყოლებული ევროკავშირს 80 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი საქართველოში დასაქმების პრობლემის მოსაგვარებლად, რაც გულისხმობს დასაქმებისათვის რელევანტური განათლების სისტემის შემუშავებას, დასაქმების უკეთესი სერვისების განვითარებას და შრომის ბაზრის გაუმჯობესებულ ანალიზს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი