გამოძიების ცნობით, კახა კალაშოვს თემქის დასახლებაში სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა:


“აღნიშნულ ფაქტზე ადგილზე საპატრულო პოლიცია და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ.

 

საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია კახა კალაშოვი. დადგენილია ინციდენტში მონაწილე სამი პირი, რომლებიც ასევე დაიკითხნენ”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, მათ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა სამი ადამამიანი, მათგან ერთ-ერთი კი არის შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი მიხეილ სანამაშვილი. შსს-ში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ სანამაშვილი არ არის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავი, თუმცა უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია ნათქვამი იმ სამი პირის შესახებ, რომლებთანაც კახა კალაშოვს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდა. შსს-ში აცხადებენ, მათი ვინაობა დადგენილია და ისინი დაკითხულები არიან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *