ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, დემოკრატიის ტესტების ჩაბარების დრო უნდა დასრულდეს

7 ოქტომბერი, 2013 •
უსუფაშვილის თქმით, დემოკრატიის ტესტების ჩაბარების დრო უნდა დასრულდეს

ეს განცხადება უსუფაშვილმა სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს პარლამენტის და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე გააკეთს.

მიუხედავად ამ განცხადებისა, მან აღნიშნა, რომ ეს არჩევნები ვილნიუსის სამიტის წინ უნდა იყოს მკაფიო დემონსტრირება იმისა, თუ რა შეიცვალა საქართველოში და რატომ იმსახურებს ეს ქვეყანა ევროპელების მხარდაჭერას:

“გარდა ამისა, არჩევნების შემდეგ საქართველოში მნიშვნელოვანი საინსტიტუციო რეფორმა განხორციელდება, ქვეყანა გადადის საპარლამენტო მმართველობის მოდელზე. პარლამენტს დაეკისრება დღემდე ქართული პარლამენტებისთვის უცნობი ფუნქცია. ვცდილობთ, რომ პარლამენტი, როგორც ინსტიტუტი, იყოს მოწოდების სიმაღლეზე და იმ პროცესებში ჩართული, რომელმაც ქვეყნის განვითარება უნდა უზრუნველყოს”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი