ახალი ამბები

ვირტუალური ინტიმური კავშირი და დაკავება გამოძალვის ბრალდებით

6 ოქტომბერი, 2013 • 1525
ვირტუალური ინტიმური კავშირი და დაკავება გამოძალვის ბრალდებით

შსს-მ თავდაპირველად გაავრცელა ცნობა, რომ დაკავებული 1998 წელს დაბადებული, 15 წლის მოზარდი იყო, თუმცა მოგვიანებით აღნიშნულ უწყებაში განაცხადეს, რომ შეცდომა გაეპარათ და დაკავებული 1988 წელს დაბადებული, 25 წლის მამაკაცია.

შსს-ს ვებგვერდზე თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია
შსს-ს ვებგვერდზე თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია

გამოძიების ცნობით, დაკავებული სხვისი სახელით, სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით, მოქალაქე ნ. ბ-სთან ვირტუალურ ინტიმურ კავშირს ამყარებდა და ჩაწერილი ჰქონდა სექსუალური ხასიათის ვიდეორგოლები.

 

“მოგვიანებით თ. ჩ. დაუკავშირდა ნ. ბ-ს და მოსთხოვა მისთვის 400 ლარი გადაერიცხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომატებელი მასალების სოციალურ ქსელში ატვირთვით დაემუქრა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი ბინიდან კუთვნილი ორი ლეპტოპი ამოიღეს. 


შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ამოღებული ტექნიკის შორისაა ნეტბუქი, რომელიც პირველკლასელებს საქართველოში უფასოდ ურიგდება სკოლებში.


პოლიციის ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე).

მასალების გადაბეჭდვის წესი