ჯონ მაკკეინი გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალს უწოდებს, თუმცა მიიჩნევს, რომ მმართველობის გადაცემაში დაკავებები არ მოიაზრება.
“ვითარება ჯერ ისევ ძალიან მყიფეა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, თუმცა არ ვუკარნახოთ. დემოკრატიისკენ და თავისუფლებისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია. შეხედეთ საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებს. ისინი ძალიან რთულ გზას გადიან – ერთი ნაბიჯი წინ, ორი- უკან. ერთი რამ, რაც მე ძალიან მაშფოთებს საქართველოსთან დაკავშირებით, არის იმ ფუნდამენტური ცვლილებების შენარჩუნება, რომლებიც ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ უკანასკნელი 8-10 წლის განმავლობაში იქნა მიღწეული”, – აცხადებს სენატორი მაკკეინი. ის ასევე შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ “რუსეთის ჯარები აგრძელებენ სამხედრო ძალის კონცენტრაციას და ამასთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობისთვის ეგრეთ წოდებული მოქალაქეობის დარიგებას.”




