ახალი ამბები

სუბარი: წუხელ ორმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

4 ოქტომბერი, 2013 • 941
სუბარი: წუხელ ორმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

“წუხელ, სასჯელაღსრულების ერთ–ერთ დაწესებულებაში ორმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა, საბედნიეროდ ორივეს მივუსწარით”, – განაცხადა მინისტრმა.

 

მისივე თქმით, პატიმართა ოჯახის წევრები მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან. იმის გამო, რომ პატიმართა ვინაობა იდენტიფიცირებული არ ყოფილიყო, მინისტრმა სხვა დეტალების გამხელისგან თავი შეიკავა. მას არც ის სასჯელაღსრულების დაწესებულება დაუსახელებია, სადაც აღნიშნული ინციდენტი მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი