ლიტერატურული პრემია “საბა” 2018 წლის კონკურსის მონაწილეთა სიას აქვეყნებს. 6 ნომინაციაში პრემიის მოპოვებას მთლიანობაში 270-ზე მეტი წიგნი ეცდება. სიას მხოლოდ „ქართული ნაწარმოების უცხოური თარგმანის“ ნომინაცია აკლია, რომელიც მოგვიანებით დაემატება.
რომელი ნაწარმოებები გადავა კონკურსის ფინალურ ეტაპზე, ამას “საბას” ჟიური გადაწყვეტს. შარშანდელისგან განსხვავებით, წელს კონკურსი 7 ნომინაციაში გაიმართება. “საბას” რიგით მე-16 დაჯილდოებაზე, შარშანდელისგან განსხვავებით, არ გამოვლინდება წლის “საუკეთესო პიესა”, “წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა” – ამ ნომინაციებში საუკეთესო ნამუშევრები მომავალ წელს დასახელბდება და კონკურსში მონაწილეობას როგორც 2017, ასევე 2018 წელს გამოცემული ნაწარმოებები მიიღებს. ამასთანავე, წლევანდელ დაჯილდოებაზე ცალკე ნომინაციაში არ გამოვლინდება “წლის საუკეთესო ელექტრონული წიგნი”. ამის ნაცვლად ელექტრონული წიგნები ჟანრის მიხედვით სხვადასხვა კატეგორიაშია განაწილებული.
წელს მონაწილეთა შორის არის ბიზსნესმენი ლევან ვასაძეც საკუთარი ლექსების კრებულით. გადავა თუ არა ვასაძის პოეზიის კრებული ფინალისტების სიაში, ამას კონკურსის ჟიური გადაწყვეტს.
ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წლიდან ყოველწლიურად იმართება. პრემია “თი-ბი-სი” ბანკმა და პენ-ცენტრმა დააფუძნა და მიზნად ისახავს წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენას.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:
- წლის საუკეთესო რომანი (33 მონაწილე)
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული (19 მონაწილე)
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული (42 მონაწილე)
- წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა (28 მონაწილე)
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (47 მონაწილე)
- წლის საუკეთესო ქართული თარგმანი (107 მონაწილე)
ლიტერატურული კონკურსი “საბა” 2018-წლის მონაწილეთა სრული სია ასე გმაოიყურება: