ახალი ამბები

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახალაიას საკანში ჩანაწერების წარმოების საკითხს შეისწავლის

4 ოქტომბერი, 2013 •
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ახალაიას საკანში ჩანაწერების წარმოების საკითხს შეისწავლის

ვიდეო და აუდიო-თვალთვალის განხორციელების კანონიერების შესწავლის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა მიმართა როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, მიხეილ ღურწკაიას, ასევე, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, სოზარ სუბარს და მოითხოვა როგორც ბაჩო ახალიას მიერ ვიდეო და აუდიომონიტორინგის განხორციელებაზე გამოხატული თანხმობის ასლი, ასევე  ინფორმაცია იმის შესახებ,  თუ რა  მიზნით და რა სამართლებრივი საფუძვლით ხორციელდებოდა ვიდეო და აუდიომონიტორინგი, იყვნენ თუ არა  ვიდეო და აუდიო-თვალთვალის განხორციელების შესახებ ინფორმირებული საკანში შემსვლელი სხვა პირები და რა ზომები  გატარდა ვიდეო და აუდიოჩანაწერების უსაფრთხოებისა და არამართლზომიერი ხელყოფისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. 

 

დღეს გავრცელებული ჩანაწერების საფუძველზე, პერსონალურ მონაცმეთა დაცვის ინსპექტორის აპარატი გეგმავს სასჯელაღსრულების სისტემაში ვიდეო/აუდიო მონიტორინგის განხორციელებისა და ჩანაწერების წარმოების საკითხის შესწავლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი