აქციის მონაწილეები დეპუტატების და პარლამენტის აპარატის თანამშრომლების ავტომანქანებს მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის საშუალებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია ათეულობით პოლიციელი. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მათი მოთხოვნა აღარ არის გრძელვადიანი და დაბალპროცენტიანი სესხის გაცემა: ისინი პარლამენტარების უფელბამოსილების შეჩერებას მოითხოვენ.
“დღეს არის ბოლო დღე. ვიცით, რომ ჩვენზე არანაირი კანონი არ გაუტანია პარლამენტს. ეს არის ბაწრის თრევა არჩევნებამდე, რომ გადააგორონ როგორმე არჩევნები. ჩვენი მოთხოვნა არის ერთადერთი: შეწყვიტოს პარლამენტმა მუშაობა. მოვითხოვთ ამ პარლამენტის და პარლამენტარების დემონტაჟს, ეს არის საქართველოს სირცხვილი,” – ამბობს ირაკლი კაჩმაზოვი.







