ახალი ამბები

ღარიბაშვილი: რაფალიანცის საქმეზე მაქვს ოპერატიული ინფორმაცია

3 ოქტომბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: რაფალიანცის საქმეზე მაქვს ოპერატიული ინფორმაცია

“გვაქვს ჩვენ გამოკვეთილი ვერსია, თუმცა, ვინაიდან არ არის გამოძიება დასრულებული, მე არ შემიძლია რაიმე კომენტარი გავაკეთო. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან მძიმე საქმეა. მე მაქვს ოპერატიულ დონეზე ინფორმაცია და ძალიან მძიმე საქმეა,”- განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ტვ3-ის ეთერში დღეს, 3 ოქტომბერს. 

 

კითხვაზე, რისი თქმა შეუძლია მინისტრს გავრცელებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ მომხდართან თავად გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრების დანაშაული იკვეთება, მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს. 

 

“მძიმე თემაა რაფალიანცის საქმე, სამწუხაროდ. გამოძიება უნდა დაწყებულიყო ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს. 30 სექტემბერს მოხდა ეს ფაქტი, მე 25 ოქტომბერს დავინიშნე, გამოძიებას ცხელ კვალზე არაფერი ჰქონდა გაკეთებული. ჩვენ დავიწყეთ, რომელიც, სამწუხაროდ, გაიწელა.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი