ახალი ამბები

კუბლაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს

3 ოქტომბერი, 2013 • 957
კუბლაშვილი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ კანონპროექტის შეჩერებას ითხოვს

კონსტანტინე კუბლაშვილის მზადაა კანონპროექტის განხილვის შეჩერებასთან ერთად აპრილამდე შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესიც:

 

კოტე კუბლაშვილი
კოტე კუბლაშვილი

“ნამდვილად არ არის სწორი, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ასე სწრაფად განვიხილოთ. 15 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აირჩევს მოსამართლეებს, რომლებიც დაინიშნებიან ძველი წესით, 10- წლიანი ვადით, ამის შემდეგ ჩვენ გვექნება 5 თვე, რომ პარლამენტთან ერთად დავსხდეთ და ვიმსჯელოთ, რამდენად სწორია მოსამართლეებისთვის 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესება, შეუწყობს ეს ხელს სასამართლოს დამოუკიდებლობას, თუ არ შეუწყობს. პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად ეს საკითხი დეტალურად არ გაანალიზებულა”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება, პრემიერ- მინისტრის ხელმძღვანელობით, დაინახავს ამ საკითხის მნიშვნელობას და პარლამენტი გონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანს:

 

“თუ პარლამენტი მაინც ჩათვლის საჭიროდ 3-წლიანი გამოსაცდელი ვადის დაწესებას, მე მიმაჩნია, რომ ამ სამი წლის განმავლობაში, გერმანული სისტემის მსგავსად, მოსამართლეთა შეფასების ერთადერთი კრიტერიუმი უნდა იყოს ის, დაარღვევს თუ არა მოსამართლე ამ ხნის განმავლობაში კანონს და თუ არ დაარღვევს, მოხდეს მისი ავტომატურად უვადოდ დანიშვნა. ის მოდელი, რომლის თანახმადაც მოსამართლის გამოტანილი გადაწყვეტილებების შეფასება უნდა მოხდეს, თუ რამდენად დასაბუთებული იყო ეს გადაწყვეტილება და ა.შ. ჩემთვის მიუღებელია”, – აცხადებს კუბლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი