საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გუშინ თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

უწყების განცხადებით,  გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 11 მარტს თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს – 1957 წელს დაბადებულ გ.რ-ს მისსავე საცხოვრებელ სახლში სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ  სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 7-დან 15 წალმდე პატიმრობას ითვალისწინებს.