ახალი ამბები

ივანიშვილი: გუნდში ყველაზე მეტად მარგველაშვილი უყვართ, ვეჭვიანობ ზოგჯერ

2 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: გუნდში ყველაზე მეტად მარგველაშვილი უყვართ, ვეჭვიანობ ზოგჯერ

“საოცარი საპრეზიდენტო კანდიდაი გვყავს. აი, თუ ვაზვიადებდე, აი, მე დავიფიცებ ყველაფერს. საოცარი კანდიდატია გიორგი მარგველაშვილი, საოცარი მეგობარია”, – განაცხადა ივანიშვილი.

 

მისი თქმით, ის გუნდში გამორჩეულად უყვართ:

 

“ვინც იცნობს გუნდში, ყველაზე მეტად ის უყვართ, ვეჭვიანობ ზოგჯერ. ყველაფერი აქვს ამ კაცს თვისება და, რა თქმა უნდა, უნდა ვაკრიტიკოთ, მაგრამ გიორგიც გაიზარდა. გაცილებით უკეთესი ორატორია, აშკარად დამჩაგრა ორატორობაში და გამიხარდა ძალიან, შევაქე. აი, ასე უნდა შეაქოთ მინისტრები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია
გიორგი მარგველაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, 2013 წელი, საარჩევნო კამპანია

მასალების გადაბეჭდვის წესი