ახალი ამბები

ივანიშვილი: მე თვითონ მაქვს ნიჭი, რომ ამ სახით ვიკომუნიკაციო

2 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: მე თვითონ მაქვს ნიჭი, რომ ამ სახით ვიკომუნიკაციო

“ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ? ვისთან გადიხართ კონსულტაციას, სანამ გამოდიხართ? ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან?” – მიმართა ჟიჟილაშვილმა ივანიშვილს.

 

პრემიერი დაინტერესდა, თუ რა ფორმატს გულისხმობდა ჟურნალისტი.

 

“თქვენ ჩვენ ფოსტალიონები გვიწოდეთ. ჩვენ ფოსტალიონები ვართ. უბრალოდ, 21-ე საუკუნეში ჩვენი ვალდებულებაა იდენტიფიცირება  კრიტიკული პრობლემების საზოგადოებაში. კითხვების მოძიება, თქვენამდე მოტანა და საზოგადოებისთვის პასუხების მიტანა, ფოსტალიონებივით. კითხვებზე პასუხის გაცემის ვალდებულება აქვთ მომსახურე პერსონალს, რომელსაც აირჩევს საზოგადოება, ამ შემთხვევაში თქვენ”, – განაცხადა ნინო ჟიჟილაშვილმა, რაზეც პრემიერმა მიუგო, რომ მას ამ ვალდებულებაზე უარი არასდროს უთქვამს:


“მე მზად ვარ ვუპასუხო თქვენს შეიკითხვებს და ამას ვაკეთებ გამუდმებით. თქვენ ნუ გგონიათ, რომ პასუხი მხოლოდ ჩვენგან უნდა მოითხოვოთ. როდესაც უარგუმენტოდ გამოთქვამთ შენიშვნებს, კეთილი ინებეთ და არგუმენტები მოიყვანეთ. აგერ ვარ, შეგიძლიათ მითხრათ, რა არ მოგწონთ, რა ვერ შევასრულეთ… ჟურნალისტებს ავიწყდებათ საკუთარი როლი. ჟურნალისტებს ავიწყდებათ თავისი წილი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ივანიშვილმა.


შეხვედრის დასასრულს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სწორედ მისი არჩევანია კომუნიკაციის ასეთი სტილი მედიასთან, რაც დღეს შედგა – პრემიერი სვამდა კითხვებს და ჟურნალისტებისგან ითხოვდა მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული შეფასებების გარშემო არგუმენტებს.


“ძალიან ძნელია ჩემი შეგონება, თუმცა გუნდი მეხმარება. მე რასაც ვამბობ, პასუხს ვაგებ ამაზე,” – განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი