ახალი ამბები

ივანიშვილი: კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემები ნაციონალების აგიტაციას ეწეოდნენ

2 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი: კვესიტაძისა და პაიჭაძის გადაცემები ნაციონალების აგიტაციას ეწეოდნენ

“ეს გადაცემები აგიტაციას ეწეოდნენ ნაციონალური მოძრაობის და აგიტირებული იყვნენ. მაგრამ გეფიცებით, არც ერთ გადაცემაზე მე არ გამიკეთებია რეაქცია. საზოგაოდებაში ვიქნები თუ ვიქნები ხელისუფლებაში, ყველაფერს, რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, გავაკეთებ, კანონიერების ფარგლბეში, იმისათვის, რომ საზოგადოებრივი ტელევიზია იყოს ხალხის სამსახურში და არ იყოს არც ერთი პარტიის სამსახურში ჩაყენებული,”- განაცხადა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

 

ივანიშვილის თქმით, მისი გუნდი არ საჭიროებს აგიტაციას. მას არც სურვილი და დრო აქვს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკაში ჩაერიოს.

 

“რაც შეეხება პირველ არხს, გარწმუნებთ, მე არც დრო მაქვს მაგის, არც სურვილი მაქვს, რომ ჩავერიო კონკრეტულ გადაწყვეტლებებში, რომელი გადაცემები დაიხუროს და რომელი გადაცემა უნდა იყოს. ხშირად ვახსენებ უსუფაშვილსაც, ვჩენ ყველა კანონიერი ბერკეტი უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ საზოგაოდებრივი მაუწყებელი იდგეს ხალხის სამსახურში. აგიტაციას მე არ ვსაჭიროებ და არ საჭიორებს ჩვენი გუნდი,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

პრემიერმა ინგა გრიგოლიას შეკითხვას, “მეცხრე არხის” დახურვის შემდეგ უამრავი ჟურნალისტი უსამსახუროდ რომ დარჩა, უპასუხა:

 

“მეცხრე არხს რაც შეეხება, მე აქაც ვაჩვენე ჩემი კეთილსინდისიერებაც, ჩემი პატიოსნებაც და განვაცხადე, რომ არ არის ნორმალური პრემიერს არჩევნების წინ ჰქონდეს ტელევიზია. ყველანაირი განმარტება გავაკეთე. მე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი,”- განაცხადა ივანიშვილმა. 

 

 

 

 

 

 

 

ეს არ არის ჩემი საქმე, ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია მე გაჩვენე და არა როგორც მთავრობის მეთაურის. აგიტაცია არ უნდა მიდიოდეს საზოგაოდებრივ ტელევიზიაში. რუსთავი ორს შუეძლია ეს აგიტაცია აკეთოს რამდენიც უნდა. ეს კერძო ტელევიზიაა, ეს მისი უფლებებია და მათ ნებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებრივ ტელევიზიაში ეს არ უნდა ხდებოდეს. მე გარწმუნებთ კიდევ ერთხელ რომ არ მიმიღია მონაწილეობა. ჩემი დამოკიდებულება გაჩვენეთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი