ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი კითხვა არ უნდა ისმებოდეს, როცა, როგორც ის ამბობს, “თავი გაწირა” ორი წლის წინ პოლიტიკაში ჩართვის გადაწყვეტილებით.
“ამ დილით ჩემმა მეუღლემ ფეისბუქზე წამიკითხა, ერთი ჟურნალისტი წერდა ხუდონჰესთან დაკავშირებით, ივანიშვილი თავის სოფელს, ჭორვილას დათმობდა, რომ დატბორილიყო და ხაიშის ჩაძირვას თავისუფლად შეწირავსო. თურმე მე საკუთარ ქონებას და მოქალაქეობას ვარ გამოკიდებული, ამის ეჭვი რომ გაქვთ, საზოგადოებამ განსაჯოს, რამდენად გაქვთ ამის საფუძველი”, – განაცხადა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, როდესაც მისმა გუნდმა გაიმარჯვა არჩევნებში, ამის შემდეგ გადაწყვიტა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მისთვის მოქალაქეობის მიცემა, რაც მან არ მიიღო:
“ლაჩარიც არა ვარ, ვიღაცის გადმოგდებული ავიღო, სააკაშვილმა გადმოაგდო, როცა ამის აუცილებლობა არ იყო”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ეს განცხადებები პრემიერ-მინისტრმა დღეს ცენტრალური ტელევიზიების საინფორმაციო სამსახურების უფროსებთან და თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას გააკეთა.




