ახალი ამბები

წულუკიანი: ივანიშვილის მთავრობამ მოშალა უმუხრუჭო ხელისუფლების მავნე ფენომენი

2 ოქტომბერი, 2013 •
წულუკიანი: ივანიშვილის მთავრობამ მოშალა უმუხრუჭო ხელისუფლების მავნე ფენომენი

არჩევნებიდან ერთი წლის თავი იუსტიციის მინისტრმა საკუთარ ბლოგზე გამოქვეყნებულ პოსტში შეაფასა:

 

“იუსტიციის სამინისტროს უწყებაში დღეს უკვე ყველამ იცის, რომ დემოკრატია და დასავლელობა მეცხრე სართულზე მარტოდ გამოკეტილი ჯადოქარი მინისტრი არ არის, რომელიც ერთ დღეს ერთ ბიზნესმენს წაართმევს მილიონებს და მეორე დღეს რომელიმე დეპუტატს აიძულებს გაიტანოს პარლამენტში მისი პროექტი, ხოლო ორივე დღეს მოსამართლე ჰყავს ტერორში. „დადგება ორი ოქტომბრის დილა და ძვლებში დაგამტვრევთ“ – ყოველთვის ჩამესმის ლოტკინზე მერაბ სამადაშვილის სახლიდან გამოვარდნილი კაცის ხმა, რომელიც იარაღით ყელყელაობდა”, – აცხადებს თეა წულუკიანი.


თეა წულუკიანი წერს, რომ იუსტიციის სამინისტროში ის მომავალი იუსტიციის მინისტრისთვის მუშაობს:


“რადგან როცა ამის დრო დადგება, მას მინდა დახვდეს სისტემა, რომელშიც აღარ იქნება ზურას ან თეას კაბინეტი, არამედ  იქნება იუსტიციის მინისტრის კაბინეტი, რომლის ბინადარიც ხანგამოშვებით შეიცვლება ხალხის ნების მიხედვით, ხოლო პასუხისმგებლიანი საჯარო მოხელეები დარჩებიან, მათ ასეთივე ახლები შეემატებიან და გაამდიდრებენ. მთავრობები მიდიან და მოდიან, სისტემა კი რჩება”, – ნათქვამია იუსტიციის მინისტრის ბლოგში.



მასალების გადაბეჭდვის წესი