ახალი ამბები

გაცვლილი როლები – პრემიერი კითხვებს სვამს და ჟურნალისტები პასუხობენ

2 ოქტომბერი, 2013 •
გაცვლილი როლები – პრემიერი კითხვებს სვამს და ჟურნალისტები პასუხობენ

შეხვედრის ფორმატი განსხვავებულია თუნდაც იმ კუთხით, რომ შეცვლილია როლები – კითხვებს პრემიერი უსვამს ჟურნალისტებს, ხოლო ისინი პასუხობენ, უფრო ხშირად კი ახსნა-განმარტებებს აბარებენ მთავრობის ხელმძღვანელს.

 

– ჟურნალისტი რომ ამბობ და რომ კითხულობ, იმის უკან არგუმენტი უნდა იყოს!

 

– არგუმენტირებული და დასაბუთებული უნდა იყოს კრიტიკა!

 

– ჟურნალისტი ვერ აკეთებს ან არ აკეთებს ჩაკითხვას რესპონდენტთან!

 

– ჟურნალისტმა უნდა გადაამოწმოს ინფორმაცია და ისე გაავრცელოს!

 

– ჟურნალისტების გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს!

 

ასეთი შეფასებები და შენიშვნები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან დღევანდელი შეხვედრის დროს არაერთხელ გაისმა, მას შემდეგ, რაც მან ჟურნალისტების პასუხები და ახსნა-განმარტებები მოისმინა მის კითხვებსა და შენიშვნებზე.

 

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ამ ფორმატის შეხვედრას ბიძინა ივანიშვილი გამართავს პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებთან. ასევე შედგება ცალკე შეხვედრა რეგიონულ მედიასთან.

 

შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრი თავისი მთავრობის კრიტიკის და გამოთქმული შენიშვნების გამო არგუმენტებს ითხოვს და შემდეგ თავად აკრიტიკებს კრიტიკოსებს საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, რამდენიმე დღის წინ ექსპერტების მონაწილეობით შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი