ახალი ამბები

ივანიშვილი ელისაშვილს: თუ ჩემი გუნდელი მაგინებს, თქვენც უნდა მაგინოთ?

2 ოქტომბერი, 2013 •
ივანიშვილი ელისაშვილს: თუ ჩემი გუნდელი მაგინებს, თქვენც უნდა მაგინოთ?

“თქვენ გადაცემისას სვამთ კითხვას, რომელშიც თქვენი პოზიციაც ჩანს, თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი გარბის, ამ კითხვაში ჩანს თქვენი პოზიცია”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით კი, მისი შეკითხვები მისივე რესპონდენტების გამონათქვამებიდან გამომდინარეობდა:

“თქვენი გუნდის წევრები საუბრობდნენ, ივანიშვილი გარბისო და მე ეს შეკითხვა არ დამესვა? ჩვენ მარტო კი არ ვსხედვართ და ჩვენ აზრებს კი არ ვაფრქვევთ, ჩვენ რესპონდენტებს ვეკითხებით. თქვენი თანაგუნდელები საუბრობდნენ, მამუკა არეშიძე, მაგალითად, ყოველ ინტერვიუში საუბრობს, რომ თქვენ გარბიხართ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


ივანიშვილის თქმით კი, იმ შემთხვევაშიც, თუ რესპონდენტები მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს გამოიყენებენ, ეს არ აძლევს ჟურნალისტს უფლებას, რომ იგივე გაიმეოროს:


“მამუკა არეშიძე არ არის ჩემი თანაგუნდელი, ის იყო ჩემს გუნდში ოდესღაც, მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. თუმცა, თუ ჩემი გუნდელი მაგინებს, ყველამ უნდა მაგინოს? ან არაკორექტულ გამონათქვამს თუ ხმარობს ეს თქვენ გაძლევთ საშუალებას, რომ იგივე გამოიყენოთ? თქვენ ხართ ჟურნალისტები და თქვენ არ უნდა შეაფასოთ”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება
ალეკო ელისაშვილი/ფოტო: რადიო თავისუფლება

მასალების გადაბეჭდვის წესი