“თქვენ ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლება ხართ, ძალიან დიდი ფუნქცია გაქვთ და მე პირდად, და ხელისუფლებაც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თქვენთვის მაქსიმალური საშუალება მიეცა, რომ თქვენ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია გქონოდათ. და საერთოდ, რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა და დღეს ვერავინ ვერ იტყვის, თუ ძალიან კრიტიკული არ არის, რომ მედია რაიმე ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან. ისე, როგორც მთელი საზოგადოება, მედიაც საჭიროებს განვითარებას, საჭიროა, რომ გადაცემების ხარისხი ამაღლდეს,”- განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განამარტებით, მედია, რომელიც საზოგადოების დაკვეთას უნდა ასრულებდეს, ნაკლებად ახერხებს ამას.
“ჟურნალისტი ვერ აკეთებს ან არ აკეთებს ჩაკითხვას რესპონდენტთან, და გადაამოწმოს პოზიციები, რომელსაც რესპონდენტი პასუხობს, და ეს არის ძირითადი პრეტენზია. არ სვამენ ძირითად კითხვებს.”
მაგალითისთვის მან ვახო სანაიას გადაცემასა და გადაცემაში მოწვეულ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
“ძალიან ხშირად რესპოდენტების შერჩევა ბევრ კითხვას ბადებს, დემაგოგიით გამოირჩევიან. მაყურებელი გადაუმუშავებელ ინფორმაციას იღებს, უჭირს გაიგოს რეალობა.”
პრემიერის თქმით, საზოგადოებას და მასაც აქვს განცდა, რომ მედიის პასუხისმგობლობის გრძნობა უნდა ამაღლდეს.
“ჟურნალისტს ყველაფრის უფლება აქვს და უნდა ჰქონდეს მომავალშიც, მაგრამ თქვენს გამონათქვამებში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს.”
აქვე, პრემიერ–მინისტრმა ჟურნალისტის, ალეკო ელისაშვილის გამონათქვამები გააკრიტიკა:
“არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის წასვლა გაქცევა და მივიღებთ თუ არა დურდომს? ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას. ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა. ირმა ინაშვილი მეორე რესპონდენტად მყავდა. მან თქვა, რომ არჩეული კოჰაბიტაცია და ათასი სისულე მოგვახვიეს თავზე. მინდა დავუბრუნდეთ ამ გამონათქვამებს და გავაანალიზოთ, რამდენად ეს კორექტულია. შემიძლია ჩემებურად აგიხსნათ, როგორ ვხედავ მე. ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა. არცოდნა საკითხის, ეკონიმიკის. ეკონიმიკა არ არის ის სფერო, ბევრმა ჟურნალისტმა შესატყვისი ტერმინოლოგიაც არ იცის. შესატყვისი განათლბა არ გაქვს, გამოდიხარ და აკრიტიკებ. მახსოვს ერთადერთი ინტერვიუ, რომელიც მივეცი “ვედომოსტს”. ის ჟურნალისტი ეკონიომიკის ცოდნაში შემეჯიბრებოდა. ისე კარგად იცოდა ჩემი მოღვაწეობა. ასე არ არის, რომ ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, რომ სტაგნაციაა. გახსოვთ, როგორი იყო მდგომარეობა? მოვედი, თავი გავწირე. ვერც ერთმა ჟურნალისტმა და ექსპერტმა სათანადოდ ვერ შეაფასა . ლამის მოღალატის როლში გამომიყვანონ. გარბის… მე დაწერილი მქოდა, რომ ორ- სამ წელიწადში წავალ. ეშინია, ვერ მომმართა, გარბის… მგონია, რომ ნორმალურად მოვიქეცი. საოცრება მოახდინა ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა მიმართულებით. ის, რაც გვქონდა 4 წლის წინ, ჩვენ საოცრება მოვახდინეთ ყველა მიმართულებით. მე შემიძლია თავი დავიცვა და საზოგადოებაც არასწორი გამონათქვამებიდან.”




