ახალი ამბები

“ოცნების” ახალგაზრდული ფრთის შეხვედრა ივანიშვილთან და მარგველაშვილთან [VIDEO]

1 ოქტომბერი, 2013 • 888
“ოცნების” ახალგაზრდული ფრთის შეხვედრა ივანიშვილთან და მარგველაშვილთან [VIDEO]

ოფისის ეზოში სპეციალურად დამონტაჟებული სცენიდან ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართეს.

 

როგორც კოალიციის პრესსამსახურში აცხადებენ, შეხვედრის მოწყობა, რომელიც დაახლოებით ერთი საათი გრძელდებოდა, ახალგაზრდების ინიციატივა იყო.

 

შეხვედრას ივანიშვილის და მარგველაშვილის გარდა ესწრებოდნენ ირინა იმერლიშვილი, დავით საგანელიძე და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წარმომადგენლები.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა გიორგი მარგველაშვილთან ფოტოები გადაიღეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი