ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები! – საიდუმლო აქცია ერევანში

9 მარტი, 2018 • 2533
ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები! – საიდუმლო აქცია ერევანში

ფემინისტების ჯგუფმა სომხეთში საიდუმლო აქცია, ლოზუნგით  “ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები!” ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს გამართა. აქცია ქალთა უფლებების დაცვის მიზნით ერევნის მერიასთან მაშინ ჩაატარეს, როდესაც შენობაში ქალთა დღეს აღნიშნავდნენ და ქალ თანამშრომლებს ყვავილებს უღძვნიდნენ.

ფემინისტების აქციის შესახებ წინასწარ ცნობილი არ ყოფილა იმ მოტივით, რომ მათთვის ხელისუფლებას ხელი არ შეეშალა.

ქალებმა გრაფიტის საღებავით წარწერები ქალაქის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთეს:

“მცემე და ყვავილები მომართვი, ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები!”, “მაწამებ და სახლში ცოცხლად მწვავ, ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები!” ,”ტყვიას მესვრი და ღია ბარათს მჩუქნი, ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები!”, “ყოველდღე მამცირებ და სუფრასთან კი ჩემს სადღეგრძელოს ამბობ, ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები!”, “მაუპატიურებ და მერე საჩუქარს მჩუქნი, ნუ გვაიძულებთ, დაგიმტვრიოთ კვერცხები! “, “არ გაგივათ!”

როგორც აქციის მონაწილე ქალებმა განუცხადეს ნეტგაზეთს, 8 მარტის აქცია ერევნის მერიაში მომხდარი სკანდალის გამოძახილი იყო, როდესაც ქალი დეპუტატების მიმართ კაცებმა ძალა გამოიყენეს. თუმცა, ამავე დროს, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მსგავსი შემთხვევები არ არის ერთეული და მიღებული პრაქტიკაა ჩინოვნიკებისთვის. შესაბამისად, მთლიანობაში, აქცია ქალთა უფლებების მიმართ ხელისუფლების პატრიარქალური განწყობებისა და დამოკიდებულების წინააღმდეგ იყო მიმართული.

მასალების გადაბეჭდვის წესი