ახალი ამბები

კვირიკაშვილი: თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი

8 მარტი, 2018 • 5314
კვირიკაშვილი: თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი

თბილისი არის დილით გამოსული ლამაზი თბილისელების ერთმანეთთან გადაძახილი, თბილისი არის ის კულტურული ტრადიციები, რომელიც შემოინახა – ეს არის თბილისი და ეს არის ჩვენი საქართველო,” – ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, დღეს, 8 მარტს, გუდიაშვილის მოედნის რებილიტაციის პროექტის წარდგენაზე გააკეთა.

როგორც პრემიერ-მინისტრი  განმარტავს, გუდიაშვილის მოედანი სწორედ ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ამ მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენა კი პატრიოტული საქმეა.

“წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე უყურადღებობამ, ულამაზესი შენობების მდგომარეობა სავალალო შედეგამდე მიიყვანა. ამიტომ ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის დაწყება ნამდვილად მამულიშვილური საქმეა,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


მისივე თქმით, თბილისი არის ის, რაც “ჩვენმა წინაპრებმა შემოგვინახეს. ეს ულამაზესი, უმდიდრესი მემკვიდრეობაა. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა შემოვუნახოთ”.

გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რეაბილიტაციისთვის ორწლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. 14 მისამართი უკვე დაპროექტებულია, ხოლო 70 მისამართი კონსერვაციის გეგმის ფარგლებშია. რესტავრაცია 28 თებერვალს დაიწყო. 

გუდიაშვილის მოედანზე 28 თებერვლიდან 14 ისტორიული შენობის (ძეგლის) რესტავრაცია დაიწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი