ახალი ამბები

სააკაშვილი: ივანიშვილს ანაკლიას დავათვალიერებინებ, თუ კაბინეტიდან გამოვა

30 სექტემბერი, 2013 •
სააკაშვილი: ივანიშვილს ანაკლიას დავათვალიერებინებ, თუ კაბინეტიდან გამოვა

“მზად ვარ, რომ პრემიერ ივანიშვილთან ერთად თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლზე, რომლის მშენებლობა მან შეაჩერა, ამ ზოლიდან ავფრინდე, იმ ვერტმფრენებით (ფრანგულით), რომლის გაყიდვა მას სურს. გადავუფრინოთ დასაწყისისთვის თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა, შემდეგ გადავუფრინოთ ქუთაისს და ვაჩვენოთ პარლამენტის მნიშვნელობა, რომ არ გადმოიტანონ ის თბილისში, შემოვუფრინოთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა და მზად ვარ ჩავიყვანო ანაკლიაში და ვაჩვენო, რომ ანაკლია და ლაზიკა, ეს არის ერთი და იგივე დასახელება.

 

ამას სიამოვნებით გავაკეთებ, თუ ბატონი პრემიერი დათანხმდება, რომ კაბინეტიდან თუ სახლიდან გამოვიდეს და ერთხელ მაინც მოიაროს ყველა გაჩერებული მშენებლობა. იქნებ გული აუჩუყდეს და თავის ამ გადაწყვეტილებებს- მშენებლობების შეჩერების შესახებ, გადახედოს; დაინახოს ამ პროექტების მნიშვნელობა საქართველოს მომავლისთვის,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი