დავით ბაქრაძე დვანში იმყოფებოდა და აღნიშნული ინიციატივა გაახმიანა:
“რუსეთის მიერ ახალი საოკუპაციო ხაზის გავლებამ დვანი ორ ნაწილად გაყო და რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ დატოვა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის ინიციატივით, მნიშვნელოვანია ერთობა, რათა შეწყდეს რუსეთის მხირდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დავით ბაქრაძის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა ბაქრაძის ვიზიტის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად.
ამ ინიციატივას დღეს პრეზიდენტობის კანდიდატი სერგო ჯავახიძეც გამოეხმაურა და მზადყოფნა გამოთქვა პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებთან ერთად დვანი მოინახულოს:
“კარგი წინადადებაა, მე რომ მსგავსი ინიციატივით გამოვსულიყავი, შეიძლება მხარი არ დაეჭირათ, მაგრამ მე ასეთი არ ვარ, ვისაც გინდა ეთქვა ეს წინადადება, დავუდგებოდი მხარში და მე აუცილებლად ჩავალ დვანში”, – განაცხადა სერგო ჯავახიძემ.








