საქართველოში 2017-2018 წლებში 2016-2017 სასწავლო წელთან შედარებით აზერბაიჯანის მოქალაქე სტუდენტთა რაოდენობა 41-ით გაიზარდა.
საქართველოს სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, 2017-2018 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აზერბაიჯანის მოქალაქე 2 691 სტუდენტი სწავლობს, მათი უმეტესობა კი კერძო უნივერსიტეტებშია ჩარიცხული.
სტატისტიკის სამსახური უცხოელ სტუდენტთა შესახებ ინფორმაციას გენდერულ ჭრილშიც აქვეყნებს. აზერბაიჯანიდან ჩამოსულ სტუდენტთა დიდი ნაწილი კაცია.
2017-2018 წლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში განათლებას იღებს 10 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე.