მიმდინარე წელს საქართველო სახელმწიფოებრიობის აღდგენის 100 წლისთავს აღნიშნავს. როგორი იყო პირველი რესპუბლიკის პოლიტიკური კულტურა და როგორ იაზრებდნენ წარმომადგენლობით დემოკრატიას პირველი რესპუბლიკის დროს – ამის შესახებ „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი საუბრობს.
საჯარო ლექცია და დისკუსია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით გაიმართა. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ ირაკლი ხვადაგიანის საჯარო ლექციის სრულ ვიდეოჩანაწერს.