ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრეს

7 მარტი, 2018 • 1430
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ტატუნაშვილის საკითხზე ისაუბრეს

ოსური სახელმწიფო საინფრომაციო სააგენტო rec-ის ცნობით, ჟენევის დისკუსების თანათავმჯდომარეები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან ცხინვალში იმყოფებიან.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი, 22 თებერვალს ცხინვალში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის საკითხსაც შეეხო.

“სამხრეთ ოსეთი დიდად აფასებს ჟენევის პროცესს, რომლის მთავარი ამოცანაა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის შემუშავება”, – ამბობს მურატ ჯიოევი, პოსტკონფლიქტურ საკითხებში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელი.


საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს გარდაიცვალა ცხინვალში. არაერთი მოწოდების მიუხედავად, ის ამ დრომდე არ გადმოუცია რუსეთს და სამხრეთ ისეთის დე ფაქტო მთავრობას ოჯახისთვის.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულმა არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება გახდა საჭიროო. ოსური მხარის განცხადებით 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ქუტაშვილი და პავლიაშვილი გაათავისუფლეს, თუმცა მათ ეკრძალებათ ახალგორის ტერიტორიის დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი