ახალი ამბები

კუბლაშვილი: ადვოკატები გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს აცილებას მისცემენ

27 სექტემბერი, 2013 •
კუბლაშვილი: ადვოკატები გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს აცილებას მისცემენ

“დღევანდელი კონფერენცია არის კიდევ ერთი შესაძლებლობა იმისა, რომ ჩვენ, მოსამართლეებმაც და ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა, ნაწილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, ვიმსჯელოთ იმ პროცესებზე, რაც ახლა მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში, იმ ძალიან მნიშვნელოვან საკიხებზე, როგორიც არის, მაგალითად, უვადოდ დანიშვნის პრინციპის ამოქმედება და ამ პრინციპიდან გამომდინარე გადასადგმელი ნაბიჯები. ამაზე განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, არსებობს მოსაზრებები, რომ გამოსაცდელი ვადაც უნდა იყოს შემოღებული, რასაც მე პირადად ნამდვილად ვერ დავეთანხმები. მე მქონდა საუბარი ადვოკატებთან და მათ მითხრეს, რომ აცილებას მისცემენ ისეთ მოსამართლეს, რომელიც გამოსაცდელი ვადითაა, რადგან იციან, რომ ის მუშაობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის, რომ მოხდეს მისი შეფასება. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, თუ რატომ არ ვემხრობი გამოსაცდელი ვადით მოსამართლეების დანიშვნას.”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

 

მოსამართლეთა კონფერენცია ორი დღის მანძიზლე გაგრძელდება, მასში მონაწილეობენ მოსამართლეები, საერთაშორისო ექსპერტები. ღონისძიებას ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც. კონფერენციას უნდა დასწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თუმცა შეხვედრაზე იგი არ მისულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი