ახალი ამბები

რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას აგრძელებს

27 სექტემბერი, 2013 •
რიჩარდ ნორლანდი მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციისკენ სვლას აგრძელებს

“ყველა, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო არ აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, როგორც ჩანს, არ ადევნებს თვალყურს მოვლენებს, რომელიც ბოლო დროს თბილისში ვითარდება. დღეს მე უკვე მეორე ღონისძიებას ვესწრები, რომელიც დაკავშირებულია ევროინტეგრაციასთან. ამჯერად ეს ღონისძიება აქცენტირებულია იმაზე, რომ საქართველო დაუახლოვდეს საერთაშორისო სტანდარტებს, ეს საკითხი მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ეხება. ჩვენ დღეს ვმსჯელობთ საკანონმდებო ინიციატივების შესახებ, რომლის მიზანია უზრუნველყოს მოსამართლეთა დამოუკიდებლობა, უზრუნველყოს ის, რომ მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ კანონმდებლობაზე დაფუძნებით. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის განხილვა ჩატარდეს აუჩქარებლად, ვულოცავთ საქართველოს, რომ ის აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით, ვულოცავთ საქართველოს მთავრობას, რომ ის მოწადინებულია, რომ ეს პრობლემა გადაწყვიტოს, რადგანაც ამ პრობლემის გადაწყვეტა საკვანძო მნიშვნელობის იქნება ქართული დემოკრატიის განვითარების გზაზე”, – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც “შერატონ მეტეხი პალასში” მიმდინარეობს.

 

კონფერენცია ოდღიანია და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც მოსამართლეები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები. კონფერენციას ესწრება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, უზენაესი სასამრთლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი