ახალი ამბები

შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა

26 სექტემბერი, 2013 •
შსს-მ ლაგოდეხში მომხდარი მკვლელობა გახსნა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ სვიატოსლავ ა-მ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სვიატოსლავ ა-მ და მისმა თანმხლებმა  გიორგი ტ-მ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.


“სვიატოსლავ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი, არარეგისტრირებული ერთლულიანი სანადირო თოფი   ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სვიატოსლავ ა-ს მიმართ  განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით), ხოლო გიორგი ტ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

სამართალდამცველებმა ოლეგ გუცანის ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.


შსს–ს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.



მასალების გადაბეჭდვის წესი