ახალი ამბები

ნორლანდი: იმედი გვაქვს, ჭელის მინარეთთან დაკავშირებული ინციდენტი მშვიდობიანად გადაიჭრება

26 სექტემბერი, 2013 •
ნორლანდი: იმედი გვაქვს, ჭელის მინარეთთან დაკავშირებული ინციდენტი მშვიდობიანად გადაიჭრება

შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქართველ მუსლიმთა კავშირიდან ტარიელ ნაკაიძე, ბათუმის კათოლიკური ეკლესიიდან გაბრიელ ბრაგანტინი, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიიდან გელა შუკაკიძე, GYLA-ს ბათუმის ფილიალიდან ნინო ტავლალაშვილი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ბათუმის წარმომადგენელი თეა ჭანტურიშვილი.

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს მეორე რელიგიათშორისი დიალოგია, რომელსაც აშშ-ის საელჩომ უმასპინძლა. 

„ბათუმში ამ ვიზიტისას საშუალება მქონდა შევხვედროდი სხვადასხვა რელიგიური თემის წარმომადგენლებს: მუსლიმებს, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ებრაელებს და კათოლიკეებს. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციაზე. შეხვედრის მონაწილეთაგან მოვისმინე, რომ საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის ფესვები ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია. ზოგადად საზოგადოებას მიაჩნია, რომ დისკრიმინაცია მინიმუმამდეა დაყვანილი. მაგრამ ვისაუბრეთ სერიოზული შეშფოთების რამდენიმე მიზეზზეც, იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდა მოვლენები ჭელაში. ადგილობრივი მუფტისაგან მოვისმინე დეტალური ინფორმაცია მინარეთთან დაკავშირებით. გვახარებს, რომ რელიგიურ ჯგუფებს შორის დიალოგი გაგრძელდება. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ისინი ესაუბრონ ერთმანეთს, ვიდრე გვესაუბრონ ჩვენ. იმედი გვაქვს, რომ ჭელის მინარეთთან დაკავშირებული ინციდენტი მშვიდობიანად გადაიჭრება.

 

საერთო ჯამში, დღევანდელი დისკუსიისას დავრწმუნდით, რომ არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც სხვადასხვა რელიგიურმა ჯგუფებმა ერთად უნდა იმსჯელონ. აგრეთვე, განიხილონ ეს საკითხები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან. ეს საკითხებია: განათლების ფუნდამენტური უფლება, კანონმდებლობა რელიგიური დანიშნულების შენობების მშნებელობის შესახებ, ურთიერთობა საქართველოს მეზობლებთან, მაგალითად, თურქეთთან. შევეხეთ იმ საკითხსაც, ხომ არ ხდება ხალხით პოლიტიკური მანიპულირება საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო დისკუსია იყო,“ – განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი