როგორც აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი ირაკლი ყიფიანი აცხადებს, აქციის მონაწილეებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
“ერთ–ერთი მთავარი მოთხოვნაა, იყოს ქვეყანაში პოლიტიკური ნება იმისა, რომ საქმეები, რომლებიც იყო გამოსაძიებლად პროკურატურაში და რომელსაც ხელს არ კიდებდა ადეიშვილის პროკურორობის დროს პროკურატურა, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მის ბიზნესინტერესებში არ შედიოდა. ასევე მოთხოვნაა სოციალური პირობების გაუმჯობესება და მორატორიუმის გამოცხადება გამოსახლებებზე დაახლოებით 6 თვით მაინც”, – აცხადებს ირაკლი ყიფიანი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით კანცელარიიდან აქციის მონაწილეებს არავინ გამოხმაურებია:
“თუ არავინ გამოგვეხმაურება, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამოქმედო გეგმა, თუმცა არ გავასწრებთ მოვლენებს წინ და წინასწარ ვერ ვისაუბრებთ”, – აცხადებს ყიფიანი.
მისი თქმით, ამ დროისთვის იმავე მოთხოვნებით აქციები იმართება ქუთაისში, გურჯაანში, ფოთში, ხოლო ბათუმში 16:00 საათზეა დაგეგმილი შეკრება. თუმცა “ნეტგაზეთის” რეპორტიორი იმყოფებოდა პარლამენტის შენობასთან, სადაც ამ წუთებში აქცია არ მიმდინარეობს.




