ახალი ამბები

ივანიშვილის საქმიანობაში დადებითად და უარყოფითად შეფასებული სფეროები NDI-ის კვლევით

26 სექტემბერი, 2013 •
ივანიშვილის საქმიანობაში დადებითად და უარყოფითად შეფასებული სფეროები NDI-ის კვლევით

რაც შეეხება სფეროებს, სადაც პრემიერ-მინისტრის საქმიანობას გამოკითხული მოქალაქეები დადებითად აფსებენ, ეს არის ჯანდაცვის სფერო (34%) განათლების სფერო (32%), სოფლის მეურნეობა (33%), ციხეები (29%), პენსიები (28%), ადამიანის უფლებები (27%), ეროვნული უსაფრთხოება (23%), რუსეთთან ურთიერთობა (25%), გადასახადები (20%) და კრიმინოგენული მდგომარეობა (19%). მაგალითად, ეს უკანასკნელი სფერო (კრიმინოგენული მდგომარეობა) უაროფითად 18%-მა შეაფასა, ხოლო 53% -მა- საშუალოდ. აღნიშნულ კითხვარში ყველა კითხვაზე პასუხი საშუალოდ იყო შეფასებული. 

 

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ამავე კვლევის მიხედვით, მეორე პერსონაა პატრიარქის შემდეგ, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს გამოკითხულებს. კითხვაზე “მოგწონთ თუ არ მოგწონთ” პრემიერ-მინისტრი, გამოკითხულთა 69%-მა დადებითად უპასუხა, იგივე მაჩვენებელი იყო ივნისში ჩატარებული კვლევის შედეგად. 

 

კვლევაში ივანიშვილის შესახებ სხვა კითხვაც იყო. კითხვაზე, პრემიერის განცხადების შესახებ, რომ ის გადადგება არჩევნების შემდეგ, 62 % აცხადებს, რომ ეს არ იქონიებს გავლენას საპრეზიდენტო კანდიდატის არჩევანზე. თუმცა, NDI-ის კვლევის მიხედვითვე, გამოკითხულთა უმრავლესობა (71%) არ ამართლებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პრემიერის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე. 


პოლიტიკური პარტიების რეიტინგები NDI-მ დღეს, 26 სექტემბერს გაასაჯაროვა. NDI-ის კვლევის – “საზოგადოების განწყობა საქართველოში”  საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდეტი გამოიკითხა. ცდომილება +/- 2%-ია. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC). 

მასალების გადაბეჭდვის წესი