საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა გამაგრებით სამუშაოებს უტარებს საკუთარი შენობის ფასადს, საიდანაც ჩამოვარდნილმა შუშამაც 28 თებერვალს 13 წლის ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, დამატებითი უსაფრთხოების ზომები იმისთვის მიიღეს, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე მსგავსი ინციდენტი აღარ განმეორდეს:
“ესპერტიზა იმავე დღეს ჩატარდა და მთელი ღამის გნამავლობაში მიმდინარეობდა. რისკებზე არაფერი უთქვამთ, თუმცა ჩვენ ჩვენი ძალებით, სანამ ესპერტიზის დასკვნა იქნება, დამატებით უსაფრთხოების ზომებს ვიღებთ და ჩვენი შენობის ფასადზე გამაგრებით სამუშოებს ვატარებთ. როგორც ვიცი, დამატებით უკეთებენ სამაგრებს, რომ სანამ ესპერტიზის დასკვნა იქნება, მსგავსი აღრაფერი მოხდეს” – უთხრეს “ნეტგაზეთს” კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
გამოძიება თავდაპირველად 124-ე მუხლით იყო დაწყებული, ბავშვის დაღუპვის შემდეგ კი გადაკვალიფიცირდა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ს 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.