“ქუთაისში დაკავებულია სასტუმრო „ვიქტორიას“ მესაკუთრე არჩილ ტ. და ადმინისტრატორი მარინა ლ; სასტუმრო ,,კოსმოსის“ ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნანა ა; სასტუმრო „ლუქსის“ ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო „ბაკურის“ ადმინისტრატორი ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე – როზა ტ. და ოთარ კ.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს”, – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 254-ე მუხლით მიმდინარეობს.




