ახალი ამბები

უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა

2 მარტი, 2018 • 1777
უმრავლესობამ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე რეზოლუცია დაარეგისტრირა

“რეზოლუციით საქართველოს პარლამენტი ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს დაკავებული საქართველოს მოქალაქეების – ლევან ქუტაშვილისა და იოსებ პავლიაშვილის დაუყოვნებლივი გადმოცემა საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე,”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, პარლამენტი რეზოლუციის პროექტს მომდევნო კვირის პლენარულ სხდომაზე განიხილავს და კენჭს უყრის.

საქართველოს მოქალაქეები, არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მხარის ცნობით, არჩილ ტატუნაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოიყენეს ძალა, 23 თებერვალს კი ის ცხინვალის საავადმყოფოში “გულის უკმარისობით” გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალიდან ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი